ხეებისა და ტყის გაჩეხვის პრობლემა ავჭალაში

თბილისის N31-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „დრიადები“ ეწვია ავჭალის რაიონში მდებარე 119-ე სკოლას სადაც ისაუბრეს გარემოსდავცით პრობლემებზე და კონკრეტულად იმ პრობლემებზე, რომლებიც არის ავჭალაში. აქ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ტყეებისა და ხეების გაჩეხვას უკავშირდება. 

"სამწუხაროდ დღევანდელობაში, სიცოცხლის ერთ-ერთ წყაროს ანუ ხეს და ზოგადად ტყეს არავინ უფრთხილდება გარდა ერთეულებისა. ავჭალაში ეგრეთწოდებულ ვაზის დასახლების პატარა ფოთლოვან ტყეს საფრთხე ემუქრება, გაჩეხვის გარდა ტყის სისუფთავეს აზიანებენ და აბინძურებენ ყველანაირი ნაგვით. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე სურთ სასაფლაოს აშენება, იმ ხეებისა და ტყის სანაცვლოდ რომლებიც ჯერჯერობით არსებობს. ასევე ხშირია ტყის განადგურება ხელოვნური ხანძრების გაჩენით" - ამბობს ეკოკლუბ "დრიადების" ლიდერი, კალენიკე ურიდია

ეკოკლუბმა ბევრი ასეთი პრობლემა მოისმინა. მაგალითად ისიც, რომ ერთ-ერთ ადგილას მოჭრეს ხეები და თიქოს მწვანე სივრეცე შექმნეს არადა, რეალურად ერთი ხეც არ დგას. ყოველივე ამის შემდეგ კლუბის წარმომადგენლება და სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ პრობლემის აღმოფხვრის შესახებ და საბოლოო ჯამში მივიდნენ დასკვნამდე, რომ საზოგადოება თუ დაიცავს ყოველივე ამას, არ დააბინძურებს გარემოს და აღარც ხელოვნური ხანძრების გაჩენით დაკავდებიან ყველაფერი უფრო შესაძლებელია სიტუაცია მომავალში მაინც გამოსწორდეს.ახლა კი მდგომარეობა მკვეთრად მძიმეა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან, თბილისის N31-ე სკოლის ეს აქტივობა ეხმიანება შემდეგ პუნქტს: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.