ეკოლოგიური თემატიკის ბრეინ–რინგი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა–გიმნაზიაში

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი .ECO-R აგრძელებს საინტერესო აქტივობების განხორციელებას. ამჯერად ჩატარდა ბრეინ–რინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა. 

კითხვები ეხებოდა ეკოლოგიას – ფლორასა და ფაუნას და გეოგრაფიას. თამაში მიმდინარეობდა ბრეინ–რინგის პრინციპით: გუნდები ორ–ორად ხვდებოდნენ ერთმანეთს. პასუხი იყო დასწრებაზე ღილაკზე დაჭერით, რამაც მეტი ხალისი და აზარტი შესძინა შეხვედრას. თამაშის ბოლოს გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. 

აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებში გარემოსადმი ინტერესის გაღვივება და ეკოსისტემის შესახებ ცოდნის დაგროვება. გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ თამაშისთვის. იძიებდნენ ინფორმაციას როგორც ინტერნეტის, ასევე, ენციკლოპედიების საშუალებით. აღნიშნულმა აქტივობამ საკმაოდ დიდი ცოდნა შესძინა მოსწავლეებს ეკო მიმართულებით.