ტყიბულის სოფელ გელათის სკოლის კლუბი ადგილობრივი მერიის წარმომადგენელს შეხვდა

ტყიბულის სოფელ გელათის სჯოლის კლუბი "გაენათი’’ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეხვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს, გიორგი ავალიანს და გაცნო საკონკურსო გეგმის მიზანი და ამოცანები. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ისაუბრეს კონკურსის მიზნებსა და ამოცანებზე, სახელმწიფო მოხელეს გააცნეს სამოქმედო გეგმა. გამგეობის წარმომადგენელს მოეწონა კონკურსის შინაარსი და შემუშავებული გეგმა. მან მოსწავლეებს გაუზიარა თავისი შეხედულებები, მიაწოდა ახალი იდეები და დაჰპირდა, რომ აუცილებლად დაეხმარება აქტივობების განხორციელებაში და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გელათის სკოლის კლუბს.