სურამის N1 სკოლის მოსწავლეებმა გარამოსდაცვითი საკითხები ლიტვის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად განიხილეს

სურამის N1 საჯარო სკოლის “Eco-team-ის“ წევრები, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომელ ადელინა ნალივაიკაიტეს, რომელიც ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს ლიტველ არქიტექტორთან - რიტის ციკანავიჩუსთან ერთად ეწვია. 

შეხვედრის მიზანი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებს შორის გარემოს დაცვითი და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საგანმანათლებლო ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელების მოტივირება.

სტუმრებმა ასევე ისაუბრეს ხაშურში ახალი რეკრეაციული პარკის მიმდინარე პროექტზე, რომელიც ლიტვის საელჩოს ინიციატივით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება. .