სამცხე-ჯავახეთში, დაბა ადიგენის საჯარო სკოლის ეკოკლუბ Green forward-ის წევრებმა აწარმოეს მდინარის მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვება, რათა დაეფიქსირებინათ თითოეული ფაქტი, დაბაში ეკოლოგიური პრობლემების, კერძოდ კი მდინარეების დაბინძურების შესახებ, რაც ეკოკლუბეების აზრით, ძირითადად მოსახლეობის დაუდევრობის და თვითშეგნების დაბალი დონის გამო ხდება,
გუნდში წევრებმა განიხილეს ის საკითხიც თუ რა აიძულებთ თემის მოსახლეობას იმისკენ, რომ ნარჩენები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადაყარონ მდინარეში ან მის ნაპირებთან, არასაკმარისი ნაგვის ურნები დაბაში? დასუფთავების სამსახურის უპასუხისმგებლობა? თუ ყველა პრობლემა ერთად? ამ პრობლემის ამსახველი ფოტო გუნდის წევრებმა, მისი შესაფერისი ტექსტური აღწერით გააგზავნეს Green Watch-ის აპლიკაციის მეშვეობით და იმედოვნებენ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.