თელავის N2 სკოლის მოსწავლეები წყლის სისუფთავეს იკვლევენ

თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წამოიწყეს პროექტი, რომლის მიზანიც არის წყლის სისუფთავეზე ზრუნვა. მდგრადი განვითარების მიზანი6,სუფთა წყალი და სანიტარია. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ზაფხულის განმავლობაში დალაშქრული თითოეული ადგილიდან წამოიღონ წყლის ნიმუშები და სკოლის პირობებში შეძლებისდაგვარად განსაზღვრონ წყლის სისუფთავე,

"ამ მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან წამოვიღეთ წყლის ნიმუშები,რომლებსაც სხვა რეგიონების მაჩვენებლებს შევადარებთ და საბოლოოდ გამოვავლენთ ყველაზე სუფთა რეგიონს წყლის სისუფთავის თვალსაზრისით" - ამბობენ თელავის N2 სკოლის ეკოკლუბელები.