ხელვაჩაურის სოფელ ქედქედში ბავშვებმა მდინარე მაჭახელას სანაპირო დაასუფთავეს

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შექმნილმა ჯგუფმა სახელწოდებით "ჯიუხმა", 7 ივნისს დაასუფთავა მდინარე მაჭახელას ხეობაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე მდინარის სანაპირო. 

დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლებიც. "ჭიუხი" ასევე გაესაუბრა ადილობრივ მოსახლეობას და აუხსნა, თუ რისთვის არის საჭირო გარემოს დაცვა და მისი დანაგვინების თავიდან აცილება და რომ სუფთა სუფთა ბუნება ჯანმრთელობის საწინდარია.