კეცხოველის კონკურსში მარტვილის სოფელ სერგიეთის სკოლაც ჩაება

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის საჯარო სკოლაში გაიმართა "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“ -ის პრეზენტაცია, სკოლის გუნდი „მწვანე სამყარო “ განახლებული შემადგენლობით დარეგისტრირდა და კვლავ აგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვის მიმართულებით. 

გუნდმა ლიდერად აირჩა მეათე კლასის მოსწავლე თორნიკე სურმავა. ეკოკლუბის წევრები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ კონკურსში და მომავალში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელონ.