5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს "ქართული სასწავლებლის" გუნდის ბავშვების ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ღონისძიება #გარემოსგულისთვის.
ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდა იაპონიის ელჩი. რომელმაც ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა და დაესწრო კონცერტს , სადაც ბავშვები იაპონურ და ქართულ ენაზე ასრულებდნენ სიმღერას.
იაპონიის ელჩმა აღნიშნა რომ მისთვის და მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და იგი მოხარულია, რომ ბავშვები პატარაობიდანვე ფიქრობენ როგორ დაეხმარონ გარემოს და ის დარწმუნებულია, რომ ასეთი ბავშვების ძალისხმევით გარემო ბევრად უკეთესი გახდება