მცხეთის სოფელ წეროვანის ეკოლოგიური პრობლემები

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის N1 საჯარო სკოლის გუნდიც ჩაება.

მას შემდეგ, რაც, წეროვანის ნიკო კეცხოველის პრემიის გუნდმა გაიარა რეგისტრაცია სატყეო პორტალზე და ბავშვებმა გაანალიზეს კონკურსის წესები, პირობები და ქულების დაგროვების წესი, მოაწყვეს შეხვედა სკოლის სხვა მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს სოფელ წეროვანის ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

როგორც წეროვნელი მოსწავლეები ამბობენ, მათი სოფელის უმთავრესი გარემოსდაცვითი პრობლემები სასმელი წყლის სისუფთავე, არასაკმარისი ტყის საფარი და რეკრეაციული ზონის არარსებობაა.