კვლევა: შეშის მოხმარება თელავის სოფელ შალაურსა და კურდღელაურში

თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სოფელ შალაურსა და სოფელ კურდღელაურში მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დასადგენად. ბავშვები დიანტერესდნენ იციან თუ არა მაცხოვრებლებმა რომელი ტყეებიდან მოაქვთ შეშა, რომლითაც ისინი ზამთრის განმავლობაში თბებიან, რა სახეობებს ჭრიან ძირითადად და რომელი სახეობის ხეებია შესული წითელ წიგნში. 

გამოიკითხა 25 ოჯახი. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დაახლოვებით 50% თვლის, რომ წითელ წიგნში შეტანილი სახეობებია: მუხა, უთხოვარი, ნუში, წაბლი,ხოლო დანარჩენს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ შეშა შალაურის და კისისხევის ტყიდან მოაქვთ და ერთ რეისში 220-300 ლარს იხდიან. მოსახლეობის 20% არ იცის, რა სახეობის ხეს მოიხმარს შეშად, დანარჩენი კი აცხადებს, რომ რცხილა, წიფელი და წაბლი მოაქვთ, რამოდენიმე მოსახლე მუხის ხის საწვავად გამოყენებასაც ახსენებს.

მოსახლეობის უმეტესობა ერთხმად აცხადებს, რომ ტყეებს შველა სჭირდება, მაგრამ როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა ამაზე არ უფიქრიათ. შემდეგ ზამთარსაც შეშით აპირებენ გათბობას, რადგანაც ალტერნეტიული გათბობის საშუალებები ძალიან ძვირი ჯდება.