ქობულეთის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის გუნდ "მუხას“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაში, რომელიც ეკოლოგიურ პრობლემებს ეხებოდა.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი დავით თარხნიშვილი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე, მათ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ იმ პრობლემებზე, რომელიც გარემოს შეუქმნა ადამიანის საქმიანობამ, მათ აღნიშნეს, რომ ისე უნდა განვსაზღვროთ დაკმაყოფილების გზები და მოხმარების პროცესი, რომ ამავდროულად დავიცვათ ბუნებრივი რესურსები, რათა, მომავალმა თაობებმაც შეძლონ ამ რესურსებით სარგებლობა
ბობოყვათელი მისწავლეების აზრით, რთულია ამ მიზნის მიღწევა, მაგრამ თუ ახალგაზრდობა თავის როლს გააცნობიერებს ამ პროცესში შეუძლებელი არაფერია. ბავშვებმა არაერთ საინტერესო შეკითხვაზე მიიღეს პასუხი.