ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ქალაქ თელავისა და ზოგადად კახეთის რეგიონის სკოლები მრავალფეროვანი და ორიგინალური აქტივობებით გამოირჩევიან. თუმცა, ნარჩენების მართვის კომპონენტი კახეთის სკოლებისათვის მაინც განსაკუთრებითით მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა. თელაველი ბავშვები ნარჩენების მართვის შესახებ ქართული ენის გარდა, უკვე ინგლისურადაც მსჯელობენ და სახავენ პრობლემების მოგვარების გზებს.
რამდენიმე დღის წინ, ქალაქ თელავის მერაბ კოსტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მობილური ჯგუფის და ინგლისურის პედაგოგის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ამავე სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი ინგლისურ ენაზე "ნარჩენების სეპარაცია".
ეკოკლუბელები ამბობენ, რომ ასეთ ტიპის გაკვეთილები თელავის მეოთხე სკოლაში მომავალშიც გაგრძელდება.