თბილისის გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ეკოკლუბი ვაკის პარკის ფრინველებით დაინტერესდა

3 ივნისს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ჯგუფი "მწვანე ფარი" ჩაერთო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობაში სახელწოდებით - „ბიომრავალფეროვანი თბილისი“. 

ჯგუფის წევრები იყვნენ ექსკურსიაზე ვაკის პარკში ზოგადი ბიომრავალფეროვნების ჯგუფის შემადგენლობაში (ექსპერტი გიორგი ბერიჩიკიძე). მოსწავლეები გაეცნენ ვაკის პარკის მცენარეთა სამყაროსა და ფრინველების.მრავალფეროვნებას.