ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ტყის მცველნი"-ე წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს 7 აპრილს გამართულ ვებინარში: "ნარჩენები და მისი მდგრადი მართვა".
აღნიშნული ონლაინ სემინარი ჩატარდა პროგრამის EU4Youth - SEED ფარგლებში, მომხსენებელი იყო Plasticwatcher-ის დამფუძნებელი ეკა ასათიანი, რომელმაც საკუთარ ინოვაციურ სტარტაპზე დაყრდნობით ნარჩენების მდგრად მართვაზე ისაუბრა.
სემინარის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ონლაინ რეჟიმში დაესვათ კითხვები. "ტყის მცველნის" წევრები აპირებენ, აქტიურად განაგრძონ მონაწილეობა შემდგომში დაგეგმილ ყველა სახის ონლაინ აქტივობაში და მათი საშუალებით მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ შემდგომი საქმიანობისთვის.