თელავის N4 სკოლის ეკოკლუბელების და მათი უმცროსი თანასკოლელების ერთობლივი გასვლა შუამთის ტყეში

მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ეკოკლუბის და დამრიგეებლის ნინო ხაჩიძის ერთობლივი აქტივობის ფარგლებში მოაწყვეს გასვლითი აქტივობა შუამთის ტყეში.

აქტივობის მიზანი იყო, პატარებს გაეგოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ტყეში, ველზე, პარკში გასეირნების დროს, რომ გარემო არ დააბინძურონ, რადგან შეიძლება ცხოველებმა ნარჩენები შეჭამონ. 

პატარებმა დაამზადეს პლაკატები და მოუწოდეს უფროსებს, რომ გარემო არ დააბინძურონ. მათ მიერ დამზადებული პოსტერები განათავსეს ხეზე და მოაწყვეს პრეზენტაცია. 26 მაისს მათ საქართველოს დროშაც აღმართეს.