სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის პედაგოგმა გივი არზიანმა ჩაატარა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე „ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება“-ზე. მასწავლებელმა ბავშვებს აუხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ ქალაქების მდგრადობის უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას კარგი ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი საცხოვრებელი სივრცეები, ხელი უნდა შეუწყოთ ღარიბ უბნებში ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეიქმნას მწვანე სივრცეები და მეტი ადამიანი ჩაერთოს ურბანულ დაგეგმვის პროცესში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქების უსაფრთხო და მდგრად განვითარებას.