საჩხერის სოფელ მახათაურის სკოლის მოსწავლეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული თანასოფლელის მემორიალი დაასუფთავეს

იმერეთში, ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს და ცოცხალი ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მათი სოფლის მკვიდრის - ირაკლი ბაზაძის მემორიალი.

ალბათ შეამჩნევდით, რომ მახათაურის საჯარო სკოლა სწორედ გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, სოფელ მახათურის მკვიდრის - ირაკლი ბაზაძის სახელს ატარებს..

მახათაურის სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ძველი მონაწილეა. 2018 წლის ნ იკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ნახევრაფინალიდან მახათაურის სკოლის გუნდს ფინალში გასასველად ქულები არ ეყო, თუმცა პატარა პრეზენტატორებმა ყველას მოწონება და სიყვარული დაიმსახურეს.