კეცხოველის სახელობის კონკურსში ზესტაფონის სოფელ ცხენთაროს სკოლაც ჩაება

იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში ჩატარდა "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019-ის" პრეზენტაცია. ეს სკოლა პირველად ერთვება ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში და ბავვებს სამომავლოდ დიდი მიზნები აქვთ.

პრეზენტაციის დროს მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს, აქტივობებსა და კონკურსის პირობებს. გუნდის წევრებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთი აზრი და დასახეს სამოქმედო გეგმა ახლო მომავალში.

ახლადშექმნილი გუნდის მიზანია, პირველ რიგში დაასუფთავონ სოფლის ტერიტორია და მოაწყონ ლაშქრობა აჯამეთის ნაკრძალში.