ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მოქმედი გამარჯვებულის, ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: "ადამიანი და ბუნება". გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს მათ მიერ შესწავლილი ვაჟა–ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობის" შესახებ.
მუშაობის პროცესში მეხუთეკლასელებმა წაიკითხეს ზიგმუნდ ზალცმანის (ფელიქს ზალტენის) იმავე თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოები – "ბემბი", გაავლეს პარალელები, იმსჯელეს ადამიანის დაუნდობლობაზე ცხოველებთან და ბუნებასთან მიმართებაში. უყურეს ანიმაციას. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს წითელი წიგნის" საფუძველზე, რომლის სასკოლო სივრცეში პოპულარიზაციაც ეკოკლუბ "მწვანე თაობის" უმნიშვნელოვანესი მიზანია, მოსწავლეებმა თავად შეადგინეს მსგავსი პუბლიკაცია: მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს ილუსტრაციები, მისწერეს წერილები ადამიანებს.