25 მაისს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ეკოგუნდმა ,,მწვანე თიანეთმა" წინასწარ აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის მე-100 იუბილე გარემოსდაცვითი აქტივობით.
აქტივობა მეტად განსხვავებული და საინტერესო იყო: მათ მონაწილეობა მიიღეს თიანეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარებული ხეების კირით შეთეთრებაში, რითაც თვითონაც ძალიან ისიამოვნეს და მომუშავე პერსონალსაც შეუმსუბუქეს სამუშაო.
მოსწავლეები პირველად მონაწილეობდნენ მსგავს აქტივობაში და მიიღეს ახალი პრაქტიკული ცოდნა, გარდა ამისა, ადგილობრივმა მომუშავე პერსონალმა მოსწავლეებს გააცნო ხეების შეთეთრების მნიშვნელობა, რამაც უფრო მეტი ხალისით შეასრულებინა ჯგუფის წევრებს სამუშაო