მდგრადი განვითარების მიზანი #3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. დღეს თელავის მეორე საჯარო სკოლის ეკო-კლუბელებმა მერვე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე "არა ალკოჰოლს,ნარკოტიკებს და თამბაქოს".
მოსწავლეები მსმენელებს ესაუბრნენ იმ მავნე ზეგავლენის შესახებ, რასაც ახდენს თამბაქო,ნარკოტიკი და ალკოჰოლი ადამიანებზე და განსაკუთრებით მოზარდებზე. მათ წარმოადგინეს სტატისტიკური მონაცემები ამ მავნე ჩვევით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილიანობის რისკის შესახებ და გამართეს დისკუსია მოსწავლეებთან იმის თაობაზე როგორ უნდა მოვანდომოთ მოზარდებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.