გურიაში, ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა თვითიზოლაციის რეჟიმში გააგრძელა მუშაობა და განახორციელა პანდემიის ფარგლებში შესაძლო აქტივობები.
ეკოკლუბის წევრებმა სამუშაო გეგმის მიხედვით სახლის პირობებში გადაახალისეს საკუთარი ბიბლიოთეკები და შეაგროვეს მაკულატურა.
სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გადასვლის შემდეგ მაკულატურას მიიტანენ სკოლაში, ხოლო შემდეგ სკოლის დირექცია უზრუნველყოფს მის ჩაბარებასა და წიგნებში გადაცვლას.