საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ქობულეთის სოფელ ლეღვაში ბავშვებმა დასუფთავების აქციით აღიშნეს

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა პირველი დასუფთავების აქცია. 

ამ აქციაში მონაწილეობას იღებდენ სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "ახალი ხედვა ", ლეღვას N2 საჯაროს სკოლის ეკოკლუბი "ბუნების ზარი" და სოფელ ლეღვას ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის მოადგილე ვიტალი (აჩიკო) რომანაძე.

ტრადიციულად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის გამორჩეული და აქტიური მონაწილეები არიან და მხოლოდ სოფელ ლეღვადან ამ კონკურში ორი სკოლაა ჩართული.