ჩხოროწყუს სოფელ კირცხში ბზის ტყე ჭრითა და დაავადებით მთლიანად განადგურდა

სამეგრელოში, ჩხოროწყუს, კირცხის პირველ საჯარო სკოლაში, კლუბ "კირცხი და ძელქვებმა" ბიომრავალფეროვნების დღეს, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებთან, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონურსის ფარგლებში ჩაატარეს მკონფერენცია. ისაუბრეს სამეგრელოში არსებულ რელიქტურ, ენდემურ და იშვიათ მცენარეებზე. 

ბავშვებმა მიმოიხილეს მათი სოფლის ბიომრავალფეროვნება. კირცხში არსებული რელიქტური მცენარე ისლი, რომლითაც ძველად სახლებს ხურავდნენ, გამქრალია. ბავშვებმა გადაწყვიტეს სადმე მოიძიონ ისლი და კვლავ დარგონ. ასევე გადაშენების პირას მივიდა იელი, რომელიც აქ ძველად ბევრი ყოფილა. ახლა იმ ადგილებში თხილია გაშენებული და სულ რამდენიმე ბუჩქია შემორჩენილი. აქ არსებული ბზის ტყე - "ბზაკალონი" ჯერ გაკაფულა, დარჩენილი ავადმყოფობამ დაღუპა. საბედნიეროდ დარჩა იშვიათი ხის, ძელქვების კორომი, რომელიც იმდენად ასაკოვანია, რომ შეიძლება ადგილობრივ ენდემად ჩაითვალოს. "ჩვენი ეკოკლუბი ბიომრავალფეროვნების დაცვაზე განუხრელად იზრუნებს" - ამბობს ეკოკლუბის ლიდერი მარიამ ჯიქია.