სენაკში მდებარე ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის სასკოლო გუნდმა ,,ECO-R” ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2019“-ის ფარგლებში მოაწყო ლაშქრობა სოფელ ნოქალაქევში არსებულ თერმულ წყლებზე და ციხეგოჯში. აღნიშნული მარშრუტი დატანილია forestry.ge-ს ტურისტული მარშრუტების რუკაზე.
მარშრუტი იწყება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიიდან და ტყით შემოსილი ბორცვის შემოვლით საცალფეხო ხიდით გადაკვეთს მდინარე ტეხურას და ჩადის თერმულ წყლებამდე. მარშრუტის საწყისი მონაკვეთი მცირე დახრილობის აღმართზე ადის, რომლის დასასრულს ტყეში ჩამავალი ბილიკით დაბლა ეშვება, დაკიდული ხიდის მეშვეობით გადაკვეთს მდინარე ტეხურს და გადადის საავტომობილო გზაზე, რომლის შემდეგ ჩადის ნოქალაქევის თერმულ წყლებთან.
მარშრუტის სიგრძე შეადგენს 6 კმ-ს. გავლას დასჭირდა 4 სთ. მარშრუტის გავლისას, თერმულ წყლებთან (დედამოკა) მოხდა დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავება. ხოლო, ტყით შემოსილი ბორცვის გავლისას მოსწავლეებმა იხილეს გამხმარი ბზები. დაგეგმეს ვიზიტი მერიაში აღნიშნული პრობლემის გასაცნობად.