გარემოსდაცვითი კონფერენცია ქვედაჩხოროწყუს სკოლაში

22 მაისს ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში ჩატარდა ბიომრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ბუნების დაცვის საჭიროება. კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარსდგნენ ეკოკლუბ „edelweiss“ წევრები. 1) გოგა გოგუა- რა არის ბიომრავალფეროვნება. ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები. 2) თეა წულაია- საქართველოს დაცული ტერიტორიები. 3) მარიამ წურწუმია- უნიკალური ენდემური სახეობები და მათი დაცვა. 

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ ინფორმაციამ, რომ ჩხოროწყუს მუზეუმში დაცული ექსპონატი, გაქვავებული უცნაური არსება, რომელიც 120 მილიონი წლის წინ ბინადრობდა ოკეანეში, აღმოჩენილ იქნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში, ზესნახეს მღვიმის მიდამოებში და ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. გუნდის წევრებმა მიიღეს ასევე ინფორმაცია შურუბუმეს მღვიმეში აღმოჩენილი ტრიგლოკარისის კრევეტების არსებობის შესახებ და გადაწყვიტეს ესტუმრონ ჩხოროწყუს მუზეუმს 

ზემოდხსენებული და სხვა საინტერესო ექსპონატების დასათვალიერებლად. დასასრულს კლუბის წევრებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს. კონფერენციას ესწრებოდნენ: მოსწავლეები, პედაგოგები, ასევე სოფლის რწმუნებული გიგლა ყალიჩავა, რომელმაც თანადგომა და დახმარება აღუთქვა ეკოკლუბს.