მესტიის სოფელ მულახის სკოლის მოსწავლეები ქარსაცავი ზოლის აღდგენაზე ზრუნავენ

21 მაისს მესტიის სოფელ მულახის საჯარო სკოლის ეკოლლუბ მწვანეების წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში გამწვანების აქცია გამართეს.ეკოკლუბის წევრებმა საკუთარი ძალებით მოიპოვეს არყის ხის 20 ნერგი და სკოლის ეზოში დარგეს ისეთი კონფიგურაციით, რომ ნერგები სამომავლოდ ქარსაცავი ზოლის ფუნქციასაც შეითავსებს. 

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თითოეული ხე იყოს სახელობითი და ყველამ თავის ნერგზე აიღოს სამომავლოდ მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა. მწვანეების განცხადებით: მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამწვანების აქციების მოწყობა თემის მოსახლეობასთან ერთად და ეცდებიან სამომავლოდ მსგავს აქციებში ჩართონ თავიანთი მშობლები,შემდგომ კი ადგილობრივი მოსახლეობა, ვინაიდან მცენარეთა საფარველის შენარჩუნება-გამრავლება ერთნაირად მნიშვნელოვანია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისათვის (მდგრადი განვითარების მიზანი 15).