დაბა ადიგენის საჯარო სკოლის გუნდმა, შეხვედრა მოაწყო ეკოკლუბთან "მწვანე თაობა" , სადაც განიხილეს სხვადასხვა პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზები, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება და გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების პრევენცია, შეხვედრისას დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობები და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა შერჩეული და განხილული გარემოსდაცვითი ღონისძიების განსახორციელებლად.
მათ მიერ შერჩეული აქტივობები იყო: დაწყებით კლასებში ეკოლოგიაზე ხატვის კონკურსის ჩატარება და გამოფენის მოწყობა; მაკულატურის შეგროვება და შემდეგ წიგნებში გაცვლა (წიგნებში რომელიც გარემოსდაცვით თემებზეა დაწერილი); მაკულატურის ყუთების დადგმა და ეკოლოგიური კუთხის მოწყობა სკოლის დერეფანში, სადაც გამოფენილი იქნება ნარჩენებისგან დამზადებული ნივთები, გარემოსდაცვითი წარწერებით ფლაერები და წიგნები ეკოლოგიაზე.
ბავშვებმა ამ ყველა აქტივობის განსახორციელებლად, გაინაწილეს პასუხისმგებლობები და შეთანხმდნენ შესრულების ვადაზე, საჭირო რესურსებისთვის კი სკოლის დირექტორს მიმართეს,რაზეც თანხმობა მიიღეს და უფრო მეტი მოტივაციით შეუდგნენ აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.