თბილისის "ქართულ სასწავლებელში" კეცხოველის პრემია ნიკო კეცხოველის შვილიშვილთან ერთად განიხილეს

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში თბილისში, კერძო სკოლა "ქართულ სასწავლებელში" მიწვეული იყო ნიკო კეცხოველის შვილთაშვილი თენგიზ ონიანი, რომელიც ამ სკოლის აღზრდილია., ის ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების ლაბორატორიის უმცროსი მკვლევარია. 

ბავშვების მიზანი იყო მეტი შეეტყოთ იმ ადამიანის შესახებ რომლის სახელსაც ატარებს ეს პროექტი. შეხვედრის დროს ისაუბრეს ბატონი ნიკოს როლზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და კულტურული ფასეულებების გადარჩენაში და სხვა... 

"მოწვეულმა სტუმარმა ნიკო კეცხოველი არა მარტო ბოტანიკოსად და მეცნიერად არამედ ნამდვილ ფილოსოფოსად დაგვანახა . გავაცნობიერეთ ნიკო კეცხოველის როლი და ღვაწლი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში, ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში და დავრწმუნდით, რომ ნიკო კეცხოველი მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ჩვენს ქვეყანაში" - ამბობს "ქართული სასწავლებლის" გუნდის ლიდერი, თამარ აბაიშვილი.