გურიაში, ოზურგეთის N4 სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ აქტივობის მიზანს წარმოადგენდა, გასჩენოდათ ბავშვებს სურვილი გარემოს დაცვისა, გაეაზრებინათ ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზები, ემსჯელათ გარემოს ნარჩენებით დანაგვიანების შედეგებზე და მიეღოთ მონაწილეობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში, ამასთან, დაენახათ მათი როლი აღნიშნულ პრობლემათა პრევენციაში. შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს გარემოსდაცვითი ღონისიებების მნიშვნელობების დასაბუთება და მსჯელობა ნარჩენების ბუნებაში დატოვების შესახებ.
ღონისძიება შედგებოდა ორი ნაწილისაგან, პირველ ნაწილში კონკრეტულ თემაზე მოპოვებული მასალა წარადგინეს, გაეცნენ ტერმინ "ეკოლოგიას", "ბიოსფეროს", "საქართველოს ფლორას", "საქართველოს ფაუნას" და ა.შ იმსჯელეს ბუნებრივ კატაკლიზმებზე.. ხოლო მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა, რომელიც ხუთი დავალებისაგან შესდგებოდა. მონაწილეები დაიყვნენ სამ ჯგუფად, შეასრულეს დავალებებო, რის შედეგადაც გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
ოზურგეთის N4 სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა და სკოლის ეკოკლუბის წევრები მომავალში გარემოსდაცვითი მრავალი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ.