სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის პედაგოგმა გივი არზიანმა ჩაატარა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე „გენდერული თანასწორობა“. მასწავლებელმა ბავშვებს აუხსნა არსი გენდერული თანასწორობის შესახებ, ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის როლი საზოგადოებაში.
გაიმართა დისკუსია კითხვის ირგვლივ „რას აკეთებ შენ გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით?“. მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ყველაზე აქტუალური თემა ოჯახური ძალადობაა, სადაც დარღვეულია ოჯახური ბალანსი, გენდერული თანასწორობა.
დისკუსიის დროს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ითვალისწინებენ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას ნებისმიერ ადგილზე. მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს, რომ კლასში გენდერული თანასწორობაა.