16 მაისს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი ,,მწვანე თიანეთი" ეწვია თიანეთის მერიას, სადაც მათ დაგეგმილი ჰქონდათ შეხვედრა ბატონ თამაზ მეჭიაურთან. მოსწავლეები ხელმძღვანელთან - ნატალია ოთარაშვილთან ერთად გაესაუბრნენ არა მარტო მერს, არამედ მის მოადგილესა და მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, რომელთაც სრულყოფილად გააცნეს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია - აღმოაჩინე საქართველო, პროექტის მიზნები და თავიანთი შედეგები ამ პროექტში.
მოსწავლეების განცხადებით, უმთავრესი ამ შეხვედრაზე ის იყო, რომ თამაზ მეჭიაური გუნდის წევრებს სრულ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას დაპირდა და შემუშავდა სამოქმედო გეგმა თიანეთში არსებული უკანონო ნაგავსაყრელების გაუქმების, გამწვანების აქციებისა და სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელების შესახებ. ,,მწვანე თიანეთი" მუშაობას უდიდესი შემართებით იწყებს.