სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა–გიმნაზიამ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019"-ის ფარგლებში მოაწყო სასკოლო აქცია – ,,მინდა ვისუნთქო ჯანსაღად“. აქციაში მონაწილეობდა სასკოლო გუნდი ,,ECO-R”.
აქტივობის მიზანი: ეკონომიკაში ერთი პიროვნების გავლენას მეორე პიროვნების კეთილდღეობაზე გარეგანი ეფექტი ეწოდება. თუ ეს გავლენა მეორე პიროვნების კეთილდღეობას აუარესებს, მაშინ საქმე გვაქვს უარყოფით გარეგან ეფექტთან. უარყოფითი გარეგანი ეფექტის მაგალითია გამონაბოლქვი ან საწარმოო ნარჩენები, რომელიც ბუნებას აბინძურებს და მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
"ECO-R”–მა ამ მავნებლობასთან საბრძოლველად მოაწყო ველო–აქცია. მარშრუტი: სკოლა–გიმნაზია– სოფელ ეკის მამათა მონასტერი–სკოლა–გიმნაზია. აღნიშნული მარშრუტი შეადგენს 30 კმ–ს. ამ აქციით გუნდმა მოუწოდა მოსახლეობას გაუფრთხილდნენ სხვების ჯანმრთლობას, მოკლე მანძილზე იმგზავრონ ფეხით ან ველოსიპედებით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.