19 მაისს, თბილისის N169 სკოლის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მოაწყეს ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და გაიარეს #7 -ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი.
მარშრუტი დაიწყეს ადმინისტრაციული შენობიდან და მის გასავლელად დაახლოებით 2 საათი დასჭირდათ. ბილიკის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 950 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული მარშრუტი დატანილია forestry.ge ტურისტული მარშრუტების რუკაზე, რომლითაც იხელმძღვანელეს.ლაშქრობისას
ბავშვებთან ერთად ლაშქრობაზე იმყოფებოდა რეინჯერი, რომელმაც მათ გააცნო ეროვნული პარკის სტრუქტურა და ისაუბრა რეინჯერების ყოველდღიურ საქმიანობასა და უფლება-მოვალეობებზე.