გაზეთმა "ბორჯომმა" დაბეჭდა სტატია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის და ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ში ჩართული ეკოკლუბის - "ეკლიფსის" შესახებ.
ეკოკლუბ "ეკლიფსის" ხელმძღვანელმა ჟურნალისტს გააცნო ინფორმაცია ეკოკლუბის და ეკოკლუბელების მთავარი მიზნების, მისწრაფებების, განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების და მიღებული შედეგების შესახებ.
სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში 2018 წელს ჩაება.