16 მაისს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სსიპ ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში ჩატარდა "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019"-ის პრეზენტაცია.
მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზან-ამოცანებს და კონკურსის პირობებს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა სკოლის გუნდი "Edelwess", არჩეულ იქნა ლიდერი მოსწავლე გოგა გოგუა. "Edelwees"-ის წევრებმა მოიფიქრეს გუნდის დევიზი: "გაუწოდე ხელი ბუნებას!".
დასასრულს ჩამოაყალიბეს სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ბარამია, რომელმაც დახმარება აღუთქვა გუნდ "Edelwess"-სს.