ბორჯომის ტყიდან ქერქიჭამიასგან დაზიანებული ხეები გამოაქვთ

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე ტყის მოვლა-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მისი მიზანი ზიანის მომტან მწერთან, მბეჭდავ ქერქიჭამიასთან ბრძოლა და ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებში პლატოზე ჩართულია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა. გარემოსდამცველებს ტყიდან მავნებლით დაზიანებული, ასევე, ხმელი ხეები გამოაქვთ. ამის შემდეგ კი 300 ჰა-მდე ფართობზე ეტაპობრივად ნერგებს დარგავენ. აქ გასულ წელს 25 000-მდე ნერგი უკვე დაირგო, მცენარეების დაცვის მიზნით კი ტერიტორია შეიღობა. 

სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს.

ბორჯომის ტყიდან ქერქიჭამიასგან დაზიანებული ხეები გამოაქვთ