ხანძარი აბასთუმნის ტყეში - ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდებს ეკიდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ აბასთუმნის ტყეში ხანძარი იყო, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდებს ეკიდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი ავტოცისტერნა მუშაობდა. ხანძარი დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.