წალკის სოფელ გუმბათის სკოლის ეკოკლუბელებმა კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კორონავირუსის შესახებ  კვლევა ჩაატარეს, კვლევის მიზანი იყო გამოევლინათ, მოსახლეობა რამდენად ინფორმირებულია ვირუსის  შესახებ, რამდენად იცავს ჰიგიენის წესებს და რამდენად ოპტიმისტურად ხედავ მომავალს, რესპოდენტებს საშუალება ჰქონდათ ასევე ჩაეწერათ მათი მოსაზრებები.

კვლევის ჩასატარებლად მოსწავლეებმა გამოიყენეს teams პროგრამა და ტესტი გადაუგზავნეს ელექტრონულად სოფლის მოსახლეობას.

კვლევაში მონაწილეთა 67% იყო ქალი, 33%  მამაკაცი,ყველაზე მეტი რესპოდენტი იყო 12-დან 20 წლამდე ასაკის; კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 80% -მა იცის, თუ რას ნიშნავს ვირუსის პანდემიად გამოცხადება, 15% -ს ვირუსი ჰგონია მომაკვდინებელი; მოსახლეობის 95 %-მა იცის, რომ ვირუსის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ხელების  საპნით ხშირად დაბანაა, ხოლო 5 %-ისთვის პირბადის გამოყენება; გამოკითხულთა 95 % -მა აღნიშნა, რომ მის ოჯახში სტუმრების მისვლამ იკლო და არც თვითონ გადადიან მეზობლებში, ხოლო 5 % -ში არ შეცვლილა ამ მხრივ მდგომარეობა;

გამოკითხულთა  76 % ოჯახში იყენებს სადეზინფერქციო საშუალებებს,14 % არ იყენებს, ხოლო 10 % იშვიათად იყენებს; გამოკითხულთა 80 % თვლის, რომ ვირუსის სიმპტომი არ  არის ცემინება, ხოლო 20 % თვლის, რომ ვირუსს არ ახასიათებს სუნთქვის უკმარისობა; გამოკითხულთა 52 % ფულს უტარებს დეზინფექციას და ისე მოიხმარს, 14 % ფულს პოლიეთილენის პარკში დებს, ხოლო 33 % მოიხმარს ისე, როგორც ადრე;  გამოკითხულთა 67 % თვლის, რომ ვირუსი საშიშია, 24 % -ისთვის არც ისე საშიშია, ხოლო 10 % თვლის, რომ არაა საშიში.

გამოკითხულთა 47 %-ს მიაჩნია, რომ ვირუსი დამთავრდება მაისში, 32 %-ის აზრით ზაფხულში, ხოლო 21 % -ს აზრით შემოდგომაზე;

ეკოკლუბის წევრებმა სოციალურ ქსელში შექმნეს გვერდი, სადაც გააწევრიანეს სოფლის მოსახლეობა და ამ გვერდის საშუალებით ავრცელებენ ინფორმაციას.