სემინარი: "მეწარმეობა ინოვაციების სფეროში"

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის ეკოკლუბ
"ეკლიფსის" წევრები კვირას, 5 აპრილს, 14:00 საათზე ესწრებოდნენ ვებინარს: "მეწარმეობა ინოვაციების სფეროში გიორგი კინწურაშვილთან ერთად".

ვებინარზე დასწრების შედეგად ეკოკლუბელებისათვის პასუხი გაეცა კითხვებს: რა არის სოციალური მეწარმეობა? რას ნიშნავს, იყო ინოვაციური მეწარმეობის სფეროში? როგორ გამოიყურება მწვანე მეწარმეობის სფერო საქართველოში?

ეკოკლუბელებმა შეიქმნეს პირველადი შთაბეჭდილება განხილულ თემაზე. არსებულ თემაზე ვებინარების კვირეული გახსნა საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ციფრული ინოვაციების მენეჯერმა-გიორგი კინწურაშვილმა.