ჩოხატაურის N1 სკოლის ეკოკლუბი კოლხური ბზის გადასარჩენად

გურიაში, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ციცინო სირაძემ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განახორციელეს აქტივობა "გადავარჩინოთ კოლხური ბზა".

ცნობილია, რომ კოლხური ბზის რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, შემორჩენილია მხოლოდ მცირე რაოდენობით. მოახლოებულ ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკოკლუბის წევრმა ბზის 60 ნერგი დააკალმა, რომელსაც ეკოკლუბის სახელით საჩუქრად გადასცემს იანეულის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერს.

აღსანიშნავია, რომ პირველი საჯარო ამაღლების საჯარო სკოლასთან თანამშრომლობს კოლხური ბზის გადარჩენის საკითხში.