ყინულოვანი ოკეანის მომღერალი ვეშაპები

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის (არქტიკის) სიღრმეში, პოლარულ ღამეებში ვეშაპები საყვარელი საქმით არიან დაკავებული, ისინი მღერიან.

ვეშაპების ამ შესაძლებლობების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. შპიცბერგის ტერიტორიაზე მცხოვრები გრელანდიელი ვეშაპების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მუსიკალური შესაძლებლობები მრავალფეროვანია.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ სამი წლის განმავლობაში ვეშაპებმა შეასრულეს 184 სიმღერა. მუსიკა გრძელდება მთელი წელი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, უმეტესწილად კი ზამთარში.

„გრელანდიელი ვეშაპების ალფავიტში რამდენიმე ათასი ასოა“, - ამბობს ბიბისისთან ინტერვიუში პროფესორი ქეით სტარფორდი. ის ვეშაპებზე მომზადებული კვლევის ხელმძღვანელია.

„გრელანდიელი ვეშაპების სიმღერაზე ვფიქრომ, როგორც კლასიკურ მუსიკაზე. მათი სიმღერა თანმიმდევრულია და გრძელდება 20-30 წუთი, თითოეული წინადადება 45 წამი ან 2 წუთი გრძელდება, მაგრამ ისინი ამ სიმღერას იმეორებენ“.

ცნობილია, რომ კუზიანი ვეშაპები სეზონის განმავლობაში ერთიდაიგივე სიმღერას მღერიან, ხოლო გრელანდიელი ვეშაპები რეპერტუარს ყოველ საათში ცვლიან.

გრელანდიელ ვეშაპს აქვს უნარი ნახევარი მეტრის სისქის ყინული გააპოს, ისინი 200 წელს ცხოვრობენ.

წყარო: livepress