უწყების ცნობით, დაზიანებულ ფართობებზე ასევე ხდება ალტერნატიული ბრძოლის მეთოდის, ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენების გამოცდაც.
გარდა ბრძოლის ღონისძიებისა, დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.
კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ეროვნული სატყეო სააგენტო საკონსერვაციო ღონისძიებებსაც ახორციელებს, შექმნილია თესლის ბანკი, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის მოწყობა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2016 წელს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბზის კორომების შეწამლითი სამუშაოები ბიოლოგიური პრეპარატით საქართველოს სამ რეგიონში - იმერთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განახორციელა.
2017 წელს, მავნებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 150 ჰა ფართობზეც, სადაც სააგენტომ ასევე განხორციელდა შეწამვლითი სამუშაოები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, იმერეთის რეგიონის ზოგიერთ მონაკვეთში დაფიქსირდა მავნებლის გარკვეული რაოდენობით შემცირება და დაზიანებული ნარგაობის რეგენერაცია.