კორონავირუსის გამო არსებული პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სამეგრელოში, ეკოკლუბ "Green World" - ის ინიციატივით საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დისკუსია სახელწოდებით: "ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლება იწყება... ".
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა. დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები.
როგორც ეკოკლუბელები გვწერენ, მოსწავლეებმა ძალიან თამამად ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე და ამ უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
დისკუსიის დასასრულს მოეწყო ფილმის ჩვენება ბავშვთა უფლებებზე. ეკოკლუბელებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს წარუდგინეს ფილმი სახელწოდებით: "ბიჭი ზოლიან პიჟამაში".