ქობულეთის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები - იმყოფებოდნენ აჭარის რადიოს გადაცემაში ,,ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად. როგორც იცით, ალამბრის სკოლის ეკოკლუბის წევრები ნიკო კეცხოველის გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის ფინალური ტურის მონაწილეები არიან.
კონკურსში მონაწილე მოზარდებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ბავშვებმა გადაცემაში ისაუბრეს, თუ რა პროექტები განახორციელეს ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რა მიზანს ემსახურება და რა არის მათი ეკო -კლუბის მუშაობის ძირითადი პრინციპები ..
გადაცემის სტუმრები იყვნენ:
ალამბრის საჯარო სკოლის ეკო -კლუბის ,,ჩვენ და გარემო " წევრები: ნინო გოგიტიძე , ანიტა ლომაძე , თაზო ხალვაში და მათი ხელმძღვანელი , ბიოლოგიის პედაგოგი მაია ხვიჩია.