სოფელ კაჭრეთის ეკოჰაბში კახეთის ტყეების ტურისტული პოტენციალზე და რეკრეაციული ტყეების შესახებ იმსჯელეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოჰაბში ორგანიზაცია CENN-ის პროექტის: "ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში", მეორე ფაზის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა სახელწოდებით, "სათემო განვითარება და ტყეები", რომელიც ეხობოდა ტყეების ტურისტული პოტენციალის, რეკრეაციული ტყეების და არამერქნული რესურსების გამოყენების საკითხებს. 

შეხვედრას ესწრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოფლებში, სოფელ კაჭრეთისა და ახლომდებარე სოფლების პედაგოგები, სულ 30 ადამიანი. შეხვედრამ ჩაიარა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დამსწრეებში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ტყეების ტურისტული პოტენციალის ათვისების პერსპექტივამ, ენერგოდაზოგვის ალტერნატიულმა წყაროებმა და იმ აზრმა რომ ტყის გამოყენების წარსული და მიმდინარე პრაქტიკა მავნებელია თემის და მთლიანად ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. მსმენელებს გადაეცათ სერთიფიკატები.