კაჭრეთის სკოლის ეკოჰაბში გურჯაანის მერს უმასპინძლეს

გუშინ, 23 მარტს, გურჯაანის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლას ეკოკლუბის წევრებთან შესახვედრად სტუმრობდნენ ქალაქ გურჯაანის მერი, ბატონი არჩილ ხანდამაშვილი, რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი დალი მინდიაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ეკა ცისკარაშვილი და ქალბატონი ნინო ნაცვლიშვილი.

შეხვედრა მოეწყო სკოლის ეკოჰაბში, სადაც ეკოკლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, თუ რა გზა გაიარეს ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში ფინალამდე. ბატონმა არჩილ ხანდამაშვილმა მიღწეული წარმატებისთვის ეკოკლუბელებს საჩუქრად გადასცა ციფრული ფოტოაპარატი.