ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე სკოლებისთვის წარმოადგინა საინტერესო ონლაინ ლექცია: ტყეების მონიტორინგი დისტანციური ზონდირების გამოყენებით კონფლიქტურ ზონაში.
ლექციას უძღვებოდა გეოგრაფი, მეცნიერ-თანამშრომელი მარიამ ციცაგი. წარმოდგენილი იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივების სურათები 1987 წლის, 2008 წლისა და 2019 წლის მონაცემების მიხედვით.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებში ინტენსიურად ხდება ტყის ბუნებრივი აღდგენა, თუმცა არის ტერიტორიები, სადაც ტყე გაიჩეხა გზების გაყვანისა თუ სხვა მიზეზების გამო.
ლექციის დროს აღინიშნა, რომ გაზიფიცირებაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხე-ტყის განადგურებას. ონლაინ შეხვედრაზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ თანამედროვე ტექნიკური ბაზის გამოყენებით შესაძლებელია უფრო უკეთ იქნას შესწავლილი აღნიშნული ტერიტორიები.