ზუგდიდში ხე-ტყის სოციალური ჭრის საკითხზე მერიაში შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტს ელისო შანავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, კერძოდ, ხე-ტყის სოციალური ჭრის საკითხზე იმსჯელეს.

ელისო შანავა მუნიციპალიტეტში ხე-ტყის სოციალური ჭრის კუთხით არსებული ვითარებით დაინტერესდა და აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება მოისმინა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების წარმომადგენლები და მეტყევე-ექსპერტი მალხაზ როგავა ესწრებოდა.